სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თენგიზ მირზაშვილი 1934-2008წწ. მხატვარი, მესტია, სვანეთი.

1934-2008 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მირზაშვილი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

თენგიზ მირზაშვილი 1934-2008წწ. მხატვარი, მესტია, სვანეთი.

თენგიზ მირზაშვილი (1934-2008)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს.

1961 წლიდან მუშობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე პედაგოგად; 1972-2004წწ. ბავშვთა სურათების გალერეაში; მხატვრის პატარა ზომის ჟანრული სურათები კარგად გადმოსცემს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ კავშირს. ნამუშევრები: "მწყემსები" (1966), "ქალის პორტრეტი" (1966), "სოფლის დღესასწაული" (1964), სერია "თუშეთი" (1957-1967) და სხვ., ავტორია 150-მდე წიგნის ილუსტრაციის, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა და ზღაპრების კრებულის; მისი მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა "გალაკტიონოლოგიის" ორი წიგნი; არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთრომ..." (1998) – რედაქტორი, წიგნის "შენდობით მომიხსენიეთ" – რედაქტორი და მხატვარი; მისი სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში (1985, 1989), კანადაში (1987), ავსტრიაში (1988), საფრანგეთში (1997-1998); მხატვრის ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), სახელმწიფო გალერეაში (მოსკოვი), უზბეკეთის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვრის რევაზ მირზაშვილისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებულო მოღვაწის სოფიო მირზაშვილი-ლემბერგის შვილი.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.11; თენგიზ მირზაშვილი : ბიობიბლიოგრაფია / საქ. პარლამენტის ეროვნ. ბიბ-კა. - თბ., 2010 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, ერთ–ერთი დამაარსებელი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • 100 ლექსი (წინასიტყ. ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 122გვ.. - ISBN: 978-9941-430-78-7
  • დაწყევლილი თაობა : სამანი... (ილუსტრატორი). - თბილისი, ლომისი, 1995. - 160გვ.
  • ჩიტო-გვრიტო : ქართული ხალხური საბავშვო ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები, თამაშობანი, გამოსაჯავრებლები (ილუსტრატორი). - თბილისი, ნაკადული, 1991. - 128გვ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


მირზაშვილი

1 0

კობა მირზაშვილი 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

4 0


გიორგი მირზაშვილი 1961წ. მხატვარი, პედაგოგი, პოეტი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


რევაზ მირზაშვილი 1901-1988წწ მხატვარი. დაბ. ქართლი, ქ. გორი.

2 0


სოფიო მირზაშვილი 1909-1992წწ. მხატვარი, უკრაინა, ქ. ოდესა.

1 0


ჯემალ მირზაშვილი (1934) მსახიობი, მხატვარი, სცენარისტი წარმ. სურამი ხაშური

1 0


მირზაშვილი მიხა რევაზის ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0