შოთა მიქატაძე (1905-1979)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.
1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია შინაგანი დინამიკა, ლირიკულობა და ხასიათის ფსიქოლოგიური სიღრმე, დახვეწილი ოსტატობა. ძირითადად მონუმენტალისტია: ნამუშევრები: "კოლმეურნე"(1932, მარმარილო, გაგზავნილი იყო მსოფლიო გამოფენაზე, პარიზში). 1956 ვ. ი. ლენინის მონუმენტი (ქ. მახარაძე, 1956 ქ. ვიბორგი, 1957 ქ. გომელი, 1958 ქ. ნიკოლაევი, 1969 ქ. თელავი, 1974 ქ. ხაშური). ი. სატალინის მონუმენტი(1950, ბრინჯაო, ქ. გორი), ნ. კალანდარიშვილი(1960, ბრინჯაო, ქ. მახარაძე), "შვილის პორტრეტი"(1942, მარმარილო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "დავით აღმაშენებელი"(1976, თაბაშირი).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.25
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის მედალი
- საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)