სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჰალილ-ბეგ მუსაიასული 1897-1948წწ. მხატვარი. დაბ. დაღესტანი. გუნიბის რაიონი, სოფელი ჭოხი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მუსაიასული სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ჰალილ-ბეგ მუსაიასული 1897-1948წწ. მხატვარი. დაბ. დაღესტანი. გუნიბის რაიონი, სოფელი ჭოხი.

ჰალილ-ბეგ მუსაიასული (1897-1948)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოხი, გუნიბის რაიონი.

დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო თბილისში (1910-1913), სადაც დროდადრო ცხოვრობდა 1916-1921 წლებშიც. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა გერმანიაში. დაამთავრა სახვითი ხელოვნების ბავარიის სამეფო აკადემია (მიუნხენი), რომელსაც 1934 წლიდან ხელმძღვანელობდა. მეგობრობდა ქართველი საზოგადოებრიობის ცნობილ წარმომადგენლებთან. დახატა არაერთი ქართველი მოღვაწე, მათ შორის: კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი, ადვოკატი შალვა ქართველიშვილი, ივანე მაჩაბლის ვაჟი და მისი მეუღლე, პოეტი ელენე ბაქრაძე, რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით "ელენე დარიანი", თავადი ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილი, რომელსაც ემიგრანტთა ნაწილი მიიჩნევდა საქართველოს სამეფო ტახტის პრეტენდენტად და სხვ. ამ ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. საბჭოთა რუსეთის მიერ მთიელთა რესპუბლიკის (და მათ შორის დაღესტნის) ოკუპაციისა და იძულებით გასაბჭოების შემდეგ შემოაღწია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელიც 1921 წლის დამდეგისათვის კავკასიაში ერთადერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა. თავის წიგნში "უკანასკნელ რაინდთა ქვეყანა", რომელიც პირველად მიუნხენში გამოიცა (1936), ემოციურად აღწერს, თუ როგორი განცდებით გადმოლახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან 1921 წლის თებერვლის დასაწყისში.


სიყვარულით იგონებს ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს დედაქალაქს, სადაც თავის ქართველ მეგობრებთან დაუვიწყარი შეხვედრები ჰქონდა. საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოში შემოჭრის შემდეგ გადასახლდა დასავლეთ ევროპაში, სადაც ემიგრაციაში მყოფ ქართველ მოღვაწეებთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა. დასავლეთში მოიპოვა დიდი აღიარება, როგორც მხატვარმა და დიზაინერმა. ცოლად ჰყავდა გერმანელი გენერლის ასული, არქიტექტურის პროფესორი, პოეტი, ბარონესა მელანი ოლივია იულია ფონ ნაგელი (1908-2006), რომელმაც სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ქმრის მხატვრული ნამუშევრების მასთან დაცული ნაწილი, პირად არქივთან ერთად, საჩუქრად გადასცა დაღესტანს. ამჟამად ეს ნამუშევრები დაცულია დაღესტნის ფ. ჰამზათოვის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია მეტროპოლიტენ-მუზეუმში (აშშ), ასევე ევროპის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. დაღესტნელი (ხუნძი) მხატვარი და საზოგადო მოღვაწე.

წყაროსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.286-287



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0