დიმიტრი ნალბანდიანი (1906-1993)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.
ნამუშევრები: ''ს. კიროვის გამოსვლა პარტიის XVII ყრილობაზე'' (1935, მოსკოვი კრემლის მუზეუმი), ა. ისააკიანის (1940, სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), ი. სტალინის (1945, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946) პორტრეტები, '"ძალაუფლება საბჭოებს - მშვიდობა ხალხს" (თანაავტორებთან ერთად, 1950, ულიანოვის საოლქო სამხატვრო მუზეუმი, სსრკ სახელმწიფო პრემია 1951). "ოქტომბრის რევოლუციის წინ" (1970-1973, კრემლის დიდი სასახლე, მოსკოვი). ფერმწერი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.304
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1948-)
- სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1953-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1982 - ლენინური პრემია
- 1976 - სოციალისტური შრომის გმირი
- 1969 - სსრკ სახალხო მხატვარი
- 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- შრომის წითელი დროშის ორდენი