ინარა ნოდია 1931-2003წწ
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1959 წლიდან თანამშრომლობდა კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "დედის ხელი" (1959), "გია მიდის ყამირზე" (1963), "აღმაფრენა" (1964), "გრიბოედოვის საჩუქარი" (1965), "კედელი" (1966), "პეპელა" (1977). მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია: ეროვნული მუზეუმი (თბილისი, საქართველო); პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი); ტრეტიაკოვის სახელობის გალერეა (მოსკოვი, რუსეთი); ყირგიზეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმი. არის ჯგუფურ გამოფენების მონაწილე. მიღებული აქვს ვენის ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი (1959), სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ბრინჯაოს მედალი (1961). გრაფიკოსი.
წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირი, წევრი (1957-)
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების ორდენი
- 1981 - საქართველოს სახალხო მხატვარი
- 1975 - საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი
წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის - 1966 - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი