გოგი როინიშვილი (1921-2000)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1946 წელს.
ძირითადად მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დ. კლდიაშვილის მოთხრობების (1947), ნ. ნაკაშიძის მოთხრობების (1950), ე. ზედგენიძის რომანის "მზის ამოსვლამდე" (1960), გ. ძნელაძის ზღაპრის "მზის სტუმარი" (1970) და სხვ. ილუსტრაციები. ფერწერული ნამუშევრები: "შეტაკება ნასაკირალთან 1905 წელს" (1955), "კავალერიის შეტევა" (1965), "ფიცი" (1978) და სხვ. დაჯილდოებულია მედლებით. გრაფიკოსი, ფერმწერი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკოპედია: ტ.9.–თბ.,1984.–გვ.423; georgianart.ge; google.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი