სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო სეიდიშვილი 1931-2010წწ მხატვარი, პოეტი, დაბ. ბათუმი, აჭარა.

1931-2010 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სეიდიშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ლადო სეიდიშვილი 1931-2010წწ მხატვარი, პოეტი, დაბ. ბათუმი, აჭარა.

ლადო სეიდიშვილი (1931-2010)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის გამომცემლობაში მხატვარ-რედაქტორად, თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მხატვარ-არქიტექტორად; ამ წლებში შექმნა ფერწერული ტილოები: "ჭაშნიკი", "უმამო ოჯახი", "შრომა" ("მუშები ბათუმიდან") და სხვა.


ეს ნაწარმოები ქალაქ სფრინგვილის ხელოვნების მუზეუმის (ამერიკა, იუტას შტატი) საკუთრებაა. ტილომ დიდი ყურადღება დაიმსახურა და ავტორის თანხმობით შეიტანეს მუზეუმის მიერ გამოცემულ კატალოგში, რომელიც წარმოადგენს უცხო ქვეყნის კულტურის გასაცნობ სახელმძღვანელოს ამერიკაში არსებულ სამხატვრო კოლეჯების სტუდენტებისათვის. ლონდონის ხელოვნების მუზეუმის გრიფით გამოცემულ, მაღალი პოლიგრაფიული დონის წიგნში "საბჭოთა იმპრესიონიზმი" წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული ფერწერული ტილო ("SOVIET IMPRESSIONIZM Ve Grosvenor Swanson", 2001);


1981 წელს ჟურნალ "ისკუსტვოში" დაიბეჭდა "უმამო ოჯახის" რეპროდუქცია. პარალელურად მუშაობდა წიგნების გრაფიკაზე, დეკორატიულ ხელოვნებაში (მისი სცენოგრაფიით ბათუმის თეატრში დაიდგა სპექტაკლები: "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი"). 1975 წელს სპექტაკლების დათვალიერებაზე "მეშვიდე ცის" სცენოგრაფია სპეციალური დიპლომით აღინიშნა. პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1956 წელს. სხვადასხვა დროს გამოვიდა მისი წიგნები: "ლექსების კრებული" (1961), "მზის ხმაური" (1963), "სონეტების გვირგვინი" (1972, პირველად ქართულ პოეზიაში ლ. სეიდიშვილმა შემოიტანა ეს ციკლი), "ელესა" (1969), "ადამის ვაშლი", "ზნენი და ვნებანი" (1995), ერთტომეული (2001), "რეკვიემი" (2005) და სხვ.

წყარო: presa.ge


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1965-1971)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 21.01.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0