ვალერიან სიდამონ-ერისთავი (1889-1943)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი.
1909-1915წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.
1915 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1915-1916წწ. თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველო"-სთან, ქმნიდა კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე; მუშაობდა წიგნის დიზაინში; 1917 წელს იმოგზაურა ერზრუმში, შექმნა ტიპაჟები, ყოფითი სცენების ჩანახატები; ამავე წლებში შექმნა ისტორიული ჟანრის ფერწერა: "თამარ მეფე"(1917წ), "კრწანისის ბრძოლა"(1919წ), "ერეკლე II ბრძოლა ლეკებთან(1921, ) და სხვ.; მუშაობდა ქართულ თეატრსა და კინოში, თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან; 1922 წელს გააფორმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლები: "ცხვრის წყარო", "მზის დაბნელება საქართველოში"; 1923 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" პირველი დადგმის მხატვარია, 1924 წელს კი არაყიშვილის ოპერისა "შოთა რუსთაველი"; 1922 წლიდან 1935 წლამდე მუშაობდა კინოს მხატვრად. დაახლოებით 35 ფილმის მხატვარია, მათ შორის ამო ბეკ-ნაზაროვის ფილმისა "მამის მკვლელი"(1923), კოტე მარჯანიშვილის ფილმებისა "კრაზანა"(1928) და "კომუნარის ჩიბუხი"(1929), კოტე მიქაბერიძის ფილმისა "ჩემი ბებია"(ირაკლი გამრეკელთან ერთად, 1929); მიხეილ ჭიაურელის ფილმისა "უკანასკნელი მასკარადი"(1934). 1930-იან წლების მეორე ნახევრიდან ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქართველი მოდერნისტი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ., 1985. -გვ. 324
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე