სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით სიხარულიძე 1953წ. მხატვარი, პედაგოგი, რეჟისორი. ჩოხატაური, გურია.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სიხარულიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

დავით სიხარულიძე 1953წ. მხატვარი, პედაგოგი, რეჟისორი. ჩოხატაური, გურია.

ბიოგრაფია 24 ნოემბერი, 1953


დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით, 1982 წელს.

1995-1996წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში (Warner Bros.). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ეფემერა" (ანიმაციური, 1982),  "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984), "იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა" (დოკუმენტური, 2000), "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008), "ცრუპენტელა აღმზრდელი" (ანიმაციური, 2011); სცენარის ავტორია ფილმების: "ეფემერა"(ანიმაციური, 1982), "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გავარდნილები"(ანიმაციური, 2000);  პროდიუსერია ფილმის: "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 


წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ოქროს პალმის რტო
    ანიმაციური ფილმისთვის "ჭირი" (სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0