ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი (1870-1935)
ბიოგრაფია
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა სხვადასხვა სამხატვრო სახელოსნოში.
1895 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში; 1898-1900წწ. ხატვას ასწავლიდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში; 1900-1904წწ. - ასწავლიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში; 1905 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში; 1909 წელს თბილისში დაბრუნდა; ასწავლიდა ქალთა II გიმნაზიაში; 1911 წელს საკუთარი ხარჯებით გახსნა "ხატვისა და ფერწერის კურსები". აქ სწავლობდნენ შემდეგი სახელგანთქმული მხატვრები: ს. ვალიშევსკი, ა. ქუთათელაძე, ი. გამრეკელი, ა. ბაჟბეუქ-მელიქიანი, კ. ზდანევიჩი, ე. ახვლედიანი და სხვა.
კურსები დაიხურა I მსოფლიო ომის (1914-1918წწ.) პერიოდში, როცა ის გაიწვიეს მოქმედ არმიაში; თბილისში დაბრუნდა 1918 წელს; 1921 წლამდე ასწავლიდა "ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სამხატვრო სკოლაში"; 1921-1925წწ. ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და რკინიგზელთა სკოლაში; 1925 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში(ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი); საქართველოში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის კერძო კოლექციებში; თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833; http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლა_სკლიფოსოვსკი