ალექსანდრე სლოვინსკი 1935
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს.
აკადემიაში სწავლის პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა თანაკურსელებს იური ჩიკვაიძეს და ოლეგ ქოჩაკიძეს. მათთან ერთად მოგვიანებით შექმნა ჯგუფი "სამეული", რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე დიდი როლი ითამაშა საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში, სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის აღმავლობაში. 1957 წლიდან შემოქმედებით გაერთიანება "სამეულში" იღებს მონაწილეობას გამოფენებში; 1959 წლიდან მრავალი კინოფილმის, მულტიპლიკაციურუი ფილმის, და თეატრალური სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, კიევის, პრაღის თეატრებში ("სამეულის" შემადგენლობაში); 1976-1991წწ.
იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. შექმნა მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია"(ანიმაციური, 1970), "რერო მასპინძლობს" 1971), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ.
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: geocinema.ge; პერსონალური ბლოგი: alexanderslovinsky.wordpress.com
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1961-)
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1971-)
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1965-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი
- 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი