სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გრიგოლ ტატიშვილი 1848-1911წწ. მხატვარი. გორი, ქართლი. გრიგოლ ტატიშვილი 1848-1911წწ. მხატვარი. გორი, ქართლი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ტატიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

გრიგოლ ტატიშვილი 1848-1911წწ. მხატვარი. გორი, ქართლი.

გრიგოლ ტატიშვილი (1848-1911)


ბიოგრაფია

1862 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; ქსილოგრაფიისა და მხატვრული კვეთის ინტერესი გაუღვივდა ქართველ ოქრომჭედლებთან და თეატრის იტალიელ მხატვრებთან ურთიერთობამ; თავდაპირველად საცირკო აფიშებისთვის ამზადებდა კლიშეებს (1868); 1871 წელს გრაფიკულად გააფორმა საყმაწვილო ჟურნალ "კრებულის" გარეკანი (წარწერა); 1875-1876წწ. - "ყარამანიანი", რომელიც მის შემოქმედებაში საეტაპო ნაწარმოებად ითვლება; სახელი მოიხვეჭა საბავშვო წიგნების გრაფიკული გაფორმებით (ი. გოგებაშვილის "დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის",


1876; "ბუნების კარი ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი", 1911; "ქართული ანბანის თაიგული", 1885); განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული გამოცემის (1888) გაფორმება ძველი ქართული ჩუქურთმების მოტივებით; აფორმებდა თანამედროვე ქართველ მწერალთა წიგნებსაც; შექმნა ქართული ჩუქურთმების სანიმუშო ალბომი; თავის დროზე ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების ერთადერთი ოსტატი იყო; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მდიდარი ფანტაზია, სისადავე, კომპოზიციური მთლიანობა; კავკასიის პირველი ქსილოგრაფი; პირველი ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი.



წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.852

გრიგოლ ტატიშვილი (1838 – 1911) პირველი ქართველი ქსილოგრაფი - გრავიორი, ქართული გრაფიკის
ფუძემდებელი. გრიგოლ ტატიშვილი გორელი მზარეულის შვილი იყო. გრაფიკული ხელოვნება
მან შეისწავლა თბილისში მოღვაწე იტალიური საოპერო დასის დეკორატორ
მხატვრებთან. (ალექსანდრე წერეთელს
ჩამოჰყავდა იტალიური ოპერის დასი).

გრიგოლ ტატიშვილი იმდენად ეუფლება ამ
ხელოვნების ტექნიკასა და ოსტატობას, რომ 60-იანი წლებში იწყებს ქართული მხატვრული
შრიფტისა და აგრეთვე ქართული არქიტექტურის ორნამენტების გრაფიკულ დამუშავებას.
1868 წელს ტფილისში გახსნა საკუთარი სახელოსნო.



მხატვრის ეს ძიება განსაკუთრებულ ინტენსიურ ხასიათს იძენს 80 -იან წლებში.
1888წ.-ს გამოვიდა „ვეფხისტყაოსანი“ უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით.
მხატვარმა იგი ქართული ხელნაწერების მორთულობისა და ქართული არქიტექტურის ძეგლების
ორნამენტების საფუძველზე შექმნა.



. „არშიები,
სათაური ასოები და სიმბოლოები, - ვკითხულობთ გამომცემლის
ბოლოსიტყვაობაში, -შეადგინა გრიგოლ ტატიშვილმა და ამოსჭრეს პეტერბურგში ლიკნანმა და
მეიმ. მხატვრობა ამ მორთულობისათვის გადმოღებულია ძველი მწერლობიდან და
საქართველოს ციხე - ეკლესიებიდან, ხოლო ზოგიერთი ამ მხატვრობათაგანი უფრო
დამთავრებული და დასრულებულია. თითქმის ყოველ მონასტერსა და ციხეს- მცხეთას,
უფლისციხეს, ბეთანიას, ქუთაისს, გელათს, საფარს, კაბენს, ახტალას, პიტარეთს,
სამთავისს, ატენს-თავისი წილი უდევთ ამ წიგნში, თავისი კვალი აქვთ აღბეჭდილი“.




გრიგოლ ტატიშვილი გარდა მხატვრული
გაფორმებებისა ან სხვა მხატვართა ნამუშევრების ხეზე გადაღებით, თვითონაც ქმნიდა ილუსტრაციებს, სურათებს. ამ
ხასიათის ნაწარმოებებით გაფორმებულია ქართული და სომხური საბავშვო ჟურნალები
(„ჯეჯილი“, „ნაკადული“ და ა.შ.) აღსანიშნავია
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და აგრეთვე „რუსკოე
სლოვო“.

ქსილოგრაფია - ხის მასალზე ამოჭრა, გრავირება. ექსლიბრისი - მხატვრულად გაფორმებული ნიშანი, იარლიყი, რომელსაც აკრავენ წიგნის ყდის შიგნითა მხარეს და რომელზედაც აღნიშნულია პატრონის გვარი. (პირად ბეჭედზე მფლობელის ინიციალები).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.04.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0