მანანა ტოროტაძე 1944
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისის.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1969 წელს, ასპირანტურა 1973 წელს.
ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას. არის მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის ავტორი, მათ შორის: "ყვავილების გამყიდველი" (1979), "სახელოსნოში" (1981), "მობანავე ქალები" (1982), "მესხეთის მიტოვებული ბაღები" (1998), "მანგლისი" (1999), "ქორწილი" (2000), "მოხისი" (2003) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, ქუთაისი; მოსკოვის გამოფენათა დირექცია, რუსეთი; სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბათუმი; სახვითი ხელოვნების გალერეა თერჯოლა; სიღნაღისა და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებსა და სხვა ქვეყნების არაერთ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში. მიღებული აქვს მახტვართა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის (1980), თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პრემია (1990). არის კონკურსის "ერთი ნამუშევრის გამოფენა" (1975) და საქართველოს მხატვართა კავშირის (1980) პრემიების ლაურეატი; იაპონიის საერთაშორისო გამოფენისა და თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული (1999).
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.441; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)
- სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1974-1990)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი