ოთარ ფარულავა (1924-2003)
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.
1956 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; ნამუშევრები თბილისში: ვ. კანკავას (1974, სახლი-მემორიალი), ვ. ასათიანის (1984, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტი), ნ. ანთელავას (I საავადმყოფო), ს. ქობულაძის (1987, გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო), კ. კალაძის (1988, სახლ-მუზეუმი), ა. წულუკიძის (1989), ს. არშბას (ორივე - უროლოგიის ცენტრი), ო. ღუდუშაურის (1999, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი), ი. გოგებაშვილი (ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი),ნ. სულხანიშვილის, შ. ამირანაშვილის, ბ. კრავეიშვილის, დ. გამრეკელის, ი. შუშანიას, ე. თაყაიშვილის, დ არაყიშვილის (დიდუბის პანთეონში), შ. ნუცუბიძის, გ. ახვლედიანის (თსუ ეზო-სავანეში),
ა. თვალჭრელიძის, გ. ხაჭაპურიძის, ო. ჩეჩელაშვილის, ს. ხაბეიშვილის (ვაკის სასაფლაოზე) და სხვა ბიუსტები; დაზგური ქანდაკება: "ბ. პაიჭაძე" (ბრინჯაო, 1960), "რ. აბაშიძე" (მარმარილო, 1967), "შოთა რუსთაველი" (მარმარილო, 1968), "პეტრე ბაგრატიონი" (თაბაშირი, 1970); სკულპტურული კომპოზიცია "მწუხარე პოლიციელი" (ბრინჯაო, 1998; პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზო); ავტორია მემორიალური დაფებისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სკულპტორი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.866
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი