ირაკლი ფარჯიანი (1950-1991)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: დაბა მესტია.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1974 წელს.
1976 წლიდან ეწეოდა თავისუფალ შემოქმედებით მუშაობას. მან გადაწერა და დაასურათა იოანეს, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარება, ასევე დაასურათა ჰომეროსის "ოდისეა", გოეთეს "ფაუსტი", ქართული მითები და ლეგენდები, გერმანული და ქართული ზღაპრები, გალაკტიონ ტაბიძის პოეზია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი აბსტრაქტული კომპოზიციები და ფერწერული ტილოები რელიგიურ თემებზე. მანვე შექმნა პორტრეტების სერია. პერსონალური გამოფენები: 1994 წელი – "გერმანული ციკლი", გალერეა "ვაჩა", თბილისი საქართველო; 1994 წელი – გოეთეანუმი, დორნახი, შვეიცარია; 1995 წელი – "მეტაფიზიკური ლანდშაფტი", გალერეა "TMS", თბილისი საქართველო; 1996 წელი – სორბონის უნივერსიტეტის ტაძარი, პარიზი, საფრანგეთი; 1997 წელი – გრეგორის უნივერსიტეტი, რომი, იტალია;
1998 წელი – "თანამედროვე ხელოვნების გალერეა", თბილისი, საქართველო; 1998 წელი – "ხარება და ყვავილები", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 1999 წელი – "მანგლისის ციკლი", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 2000 წელი – "მხატვარი და მოდელი", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 2000 წელი – საიუბილეო პერსონალური გამოფენები: ეროვნული გალერეა, "TMS", "N" გალერეა, გალერეა "შარდენი", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 2000 წელი – გალერეა "შარდენი", თბილისი საქართველო; 2002 წელი – გალერეა "TMS", თბილისი საქართველო; 2002 წელი – გალერეა "ჰობი", თბილისი საქართველო; 2004 წელი – გალერეა "ბაია", თბილისი საქართველო.
წყარო: burusi.wordpress.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1996 - ფიროსმანის სახელობის პრემია
- 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია