ვერა ფაღავა (1907-1988)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1926-1933 წლებში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში; 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან.
ომის დროს ეწეოდა ექთნობას; 1943 წელს გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა მაარის ნამუშევრების გამოფენა მონპარნასის ბულვარში; მას შემდეგ მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პიტსბურგში (1952–1955), 1953–1958 ბრიუსელში (1953-1958), ვენაში (1966), ბერლინში, სტოკჰოლმში, დიუსელდორფში, ტურინში, რომში და სხვ. მისი ნახატები შეძენილი აქვთ შვედეთისა და გერმანიის მუზეუმებს, ხოლო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ციურიხის, ლოზანის და დიჟონის მუზეუმებში ვ. ფაღავას ნამუშევრები წარმოდგენილია მუდმივ ექსპოზიციებში.
ფაღავასეული ვიტრაჟები მიჩნეულია ნამდვილ შედევრებად. 1958 წელს ბრიუსელის გამოფენაზე, რომელზეც მხოლოდ სამ მხატვარ ქალს მიუღია მონაწილეობა (ფრანგს, შოტლანდიელს და ქართველს), ვერა ფაღავა ვატიკანის პაპის იოანე XXIII-ის ოქროს მედლით დააჯილდოეს ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსათვის "ამაღლება". ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის, მექი ფაღავას შვილიშვილი. მამა ჰყავდა ადვოკატი, დედა – პედაგოგი. 1920 წელს მამამ ცოლ-შვილი დასავლეთ ევროპაში წაიყვანა და საქართველოში გასაბჭოების მერე უკან აღარ დაბრუნებულან. 1923 წლიდან ოჯახი პარიზში დამკვიდრდა.
წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge