კარლო ფაჩულია 1942
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1975 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო.
1969-1973წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; 1985 წლიდან გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს"; 1998 წლიდან გაზეთ "ქომაგის" მხატვარ-რედაქტორი. 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის გამოფენათა დირექციაში, ნოიებრანდენბურგის კულტურის განყოფილების ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის კერძო კოლექციებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 316
ბიბლიოგრაფია
- გხედავ : ნოველები (ილუსტრატორი). - თბილისი, 2010. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-0-2554-9
- ნიკოლოზ ბარათაშვილიდან ლუარსაბ თათქარიძემდე : თეზისური მონახაზი : მონოგრაფია (ილუსტრატორი). - თბილისი, 2005. - 212გვ.
- ხანი უნდობარი : ლიტერატურულ-რელიგიური ცდა : მონოგრაფია (ილუსტრატორი). - თბილისი, ლომისი, 2004. - 264გვ.