ლუის ალვარე ფერნანდესი (1925-1994)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: მიერისი, ესპანეთი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს.
1967 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების განყოფილების დამდგმელ მხატვრად, შემდეგ რეჟისორად. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ო, მოდა, მოდა..." (ანიმაციური, 1968), "მონადირე, ბიჭი და ძაღლი" (ანიმაციური, 1970), "ბომბორა სწავლას იწყებს" (ანიმაციური, 1973); დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "თერძი ბესო" (ანიმაციური, 1977) და სხვა.
წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.51; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1979 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
- 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი