რუსუდან ფეტვიაშვილი 1968
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1991 წელს.
ხატვა ადრე დაიწყო; 6 წლისას თბილისში I პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ნამუშევრები: დაზგური გრაფიკა - "დარბევა" (1982), "ხომალდი" (1982), "საქართველო" (1991-1992), "მზიანი დღე" (1994), "მზე" (1996) და სხვა; წიგნისგრაფიკა და ილუსტრაცია - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", "ქართული ხალხური ზღაპრები" (ორივე - მოსკოვ-პარიზის გამოცემა, 1991), ფირდოუსის "შაჰნამე" (თბ., 1990);
მოხატა თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის ფოიეს კედელი (1986), შეასრულა მინიატურები სამების საკათედრო ტაძრის ხელნაწერი სახარებისათვის (1998-2001); პერსონალური გამოფენები - თბილისი (1974, 1982, 1994, 1999), მოსკოვი (1975, 1981, 1984), მადრიდი (1985), ვენა (1986), ლონდონი (1988), საკრამენტო (1996, 2000) და სხვა; ნამუშევრები დაცულია თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონის, მოსკოვის, თბილისის კერძო კოლექციებში; 1999 თბილისში გაიხსნა "რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა" (მისამართი: დავით აღმაშენებლის პრ., 103); რუსუდან ფეტვიაშვილი შესულია მე-XX საუკუნის ორი ათას გამოჩენილ პიროვნებათა შორის. წიგნი გამოიცა კემბრიჯის ბიოგრაფიულ ცენტრში; სენტ იორში საგანგებო პრეს-კონფერენცია მიეძღვნა რუსუდან ფეტვიაშვილის ფენომენალურ მხატვრობას; გრაფიკოსი, ფერმწერი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.868