არსენ ფოჩხუა (1923-2001)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1949 წელს.
1946 წლიდან გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლ. გუდიაშვილის ხელმძღვანელობით. 1953 წლიდან მუშაობდა ხესა (ბზა) და ბროლზე კვეთაში. ნამუშევრები: "მუზა" (1974), "შემოქმედის სამყარო" (1973), "მემატინე" (1965), "ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები" (1968-1974), "მუსიკის დაბადება" (1971, ყველა - ხე, ავტორის კუთვნილება), ლარნაკები "საქართველო" (ბროლი, 1980, ავტორის კუთვნილება), "ჩვენი სამშობლო" (1982, ხალხთა მეგობრობის მუზეუმი, თბილისი). გრაფიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.387
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
ბიბლიოგრაფია
- კვეთილობანი : ბზა. ძვალი. ბროლი. გრაფიკა : ალბომი ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1986. - 14გვ.
- კვეთილობა ბზაზე : ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1976. - 12გვ.