ლამარა ქველიძე (1937-2005)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს.
იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. 1967 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1976 წელს თბილისში მოეწყო მისი მედლების პერსონალური გამოფენა. ნამუშევრები: მედლები - ი. ნიკოლაძე (ბრინჯაო, 1971, მწერალთა კავშირი, თბილისი), გოეთე (ბრინჯაო, 1973, გოეთეს სახლ-მუზეუმი, ვაიმარი), ჯ. ჯოისი (ბრინჯაო, 1974, ჯოისის სახლ-მუზეუმი, დუბლინი) და სხვა. ქანდაკება - მარაბდის მემორიალი "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (არქ. რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი, ბაზალტი, 1972), ვაჟა-ფშაველა (ბრინჯაო, 1965, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი) და სხვა. სამედალო ხელოვნების ოსტატი.
წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.512; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/153588
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ბიბლიოგრაფია
- მხატვრული მედალი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1984. - 77გვ.