ბონდო მაცაბერიძე (1959) დაიბადა ქალაქ სამტრედიაში.
დაამთავრა მოსკოვის ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის პოეზიის ფაკულტეტი 1990 წელს.
1989 წელს დაარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში -"ალავერდი" და იყო მისი დირექტორი 1994 წლამდე; 1997 წელს დაარსა გამომცემლობა - "ბონდო მაცაბერიძე", რომელიც 2000 წლიდან დარეგისტრირდა ახალი რედაქციით - "გამომცემლობა-ბაკმი", სადაც მუშაობს დღემდე დირექტორის თანამდებობაზე. ავტორია ერთი პოეტური კრებულის - "თმენის ფორმულა"(გამომცემლობა "მერანი" 1990) და ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის "სადაურსა სად წაიყვან"(გამომცემლობა "ალავერდი", 1992); მის შემოქმედებაზე დაიწერა არაერთი ლიტერატურული წერილი თუ ესე: "კიდევ ერთი პოეტური სანთელი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" 5 თებერვალი, 1993 წ., ავტ. რევაზ მიშვრლაძე), "მოთიბულ ყვავილებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს"("მწერლის გაზეთი" N1.(51) 6-12 თებერვალი, 2003 წ., ავტ. ქეთი დოლიძე), "ჩვენი კეთილი ანდერსენი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" N11. 19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე), "ჩვენ ყველას გვჭირდება ზღაპრები"(წიგნიდან - "მზისფერი ქუდი ", გამომცემლობა "უნივერსალი", 2005 წ., ავტ. ქეთევან შენგელია), "ცეროდენების გულთამხილავი"("ჩვენი მწერლობა" N1. (53) 2008 წ., ამირან არაბული), "მეზღაპრე ჯერ ახალგაზრდაა" - ლიტერატურული ესსე(ლიტერატურული პალიტრა N5, მაისი, 2008 წ., ემზარ კვიტაიშვილი), "ზღაპრის სიმფონია"(19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე). მისი ზღაპრები თარგმნილია: რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ, უკრაინულ და ლიტვურ ენებზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1995-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2004 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
- 2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე (ავტორი). - თბილისი, პალიტრა-L, 2015
- Сказки про мальчика Бекну и девочку Теклу (ავტორი). - С. Петербург, ДЕТГИЗ , 2015
- ზღაპრები თეკლა - გოგოზე : სკოლამდ. ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-426-29-2
- ფაციკო : რჩეული ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ანბანი, 2012. - 80გვ.
- ზღაპრები ბექნა ბიჭზე (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2010. - 66გვ.. - ISBN: 978-99940-27-89-7
- ძილისწინ საკითხავი ზღაპრები : ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2007. - 46გვ.. - ISBN: 978-99940-27-39-2
- ზღაპრები სამ წიგნად (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2006
- ზადო და ბადო : ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2004. - 59გვ.. - ISBN: 99928-974-5-7
- ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2003
- ზღაპრები და იგავები : ზღაპრები-იგავები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2002. - 104გვ.. - ISBN: 99928-974-5-7
- Пацико : ზღაპრები რუსულ ენაზე (ავტორი). - С. Петербург, 1996
- ფაციკო : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, სანკტ-პეტერბურგი, 1996. - 41გვ.
- სადაურსა სად წაიყვან : დოკუმენტური პროზა (ავტორი). - თბილისი, ალავერდი, 1992. - 206გვ.
- თმენის ფორმულა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 61გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000702/