დიმიტრი მაჩხანელი (1861-1903) დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 წელს გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881 წელს. დ. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა დ. მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". იგი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდებლის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მისი ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.510
ბიბლიოგრაფია
- მარო : დრამის ნაწყვეტი (ავტორი). - ქუთაისი, მ. ლაღიძის გამოცემა, 1898. - 15გვ.
- გლეხის ნაამბობი (ავტორი). - თბილისი, წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის სტ., 1897. - 40გვ.
- სოფლის კუნწულა : თხზულება (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა ამხანაგობა, 1892. - 53გვ.
- ძმური სიტყვა (ავტორი). - ტფილისი, ივერია (ექ. ხელაძის სტ.)., 1887. - 147გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001011/