სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ივანე მაჩაბელი 1854-1898წწ  მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი,  დაბ. სოფ. თამარაშენი, ცხინვალი, სამაჩაბლო

1854-1898 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

542       ბეჭდვა

ივანე მაჩაბელი 1854-1898წწ მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. სოფ. თამარაშენი, ცხინვალი, სამაჩაბლო

ივანე მაჩაბელი (1854-1898) დაიბადა ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენში. 


1870 წელს  ი. მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია. 1871-1874 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას, რამაც დიდი როლი ითამაშა ი. მაჩაბლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ივანე მაჩაბელი დაუახლოვდა  პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს, მასთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ ინტელიგენციაში. 1874-1877 წწ. ი. მაჩაბელი სწავლობდა ჯერ გერმანიაში, ჰოპენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, მერე-პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1879წ. მაჩაბელი დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები და თარგმანები. ი. მაჩაბელი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. იგი იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ. ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა "ვეფხისტყაოსნისათვის". ი. მაჩაბელი 1879 წლიდან "ივერიის" აქტიური თანამშრომელი, ხოლო 1882-1883 წელს რედაქტორი იყო. 1883-1885 წელში იგი რედაქტორობდა გაზ. "დროებას". ი. მაჩაბელმა გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი", სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები, "ადვოკატი მელაძე", "ფრუ-ფრუ ანუ ცქრიალა საძაგელი", "ორ ცეცხლ შუა" და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა ივანე მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში.



წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ.,1983.-გვ.508; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0