გივი მაღულარია (1926-1995) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.
პირველი მოთხრობა 1968 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი, ისტორიულ მოთხრობათა კრებული "მეამბოხენი"(1973). მასვე ეკუთვნის მითოლოგიური რომანი "ცეცხლი ცისა და მიწისა"(1975), მოთხრობები: "და განიყვნეს სამოსელი მისი"(1970), "ძაფზე ჩამოკიდებული ფიფქები"(1977), "დესპანი"(1979), ესსე "ომარ ხაიამი"(1977) და სხვა. თარგმნა ძველი ეგვიპტური მითები, ფრანგ მწერალთა მოთხრობები და სხვ.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.507
ბიბლიოგრაფია
- უკუქცევა : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 255გვ.
- ვიღას შეაფაროს მიწამ თავი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 153გვ.
- ლიტერატურული პორტრეტები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1982. - 213გვ.
- დაღამება ამა სოფლისა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 160გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009164/