თეიმურაზ მაღლაფერიძე (1936) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.
პირველი ნოველები 1959 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი, ვრცელი პროზაული ნაწარმოები "უშბა" - 1963 წელს. ავტორია რომანებისა: "წყურვილი"(1973), "გაულ გავხე"(1976), "ცხრაკარა"(1979), მხატვრული ფილმების სცენარებისა: "მალე გაზაფხული მოვა"(1967, თანაავტორები ო. იოსელიანი და ო. აბესაძე), "ცისკრის ზარები"(1967), "ანარეკლი"(1975), "ესკულაპეს მოწაფე"(1979). მისი რომანი "წყურვილი" თარგმნილია რუსულ ენაზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.506
ბიბლიოგრაფია
- პერსონალიები : ესეისტური პორტრეტები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 170გვ.
- მარადი აწმყო : ნარკვევები ქართულ მწერლობასა და ინტელიგენციაზე (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2005. - 433გვ.
- სოლო სიმღერა შემოდგომაზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 146გვ.
- სამი რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 493გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009160/