სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ისიდორე კვიცარიძე   1870-1937წწ    მწერალ.  დაბ. წყალტუბო, ოფურჩხეთი იმერეთი

1870-1937 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კვიცარიძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ისიდორე კვიცარიძე 1870-1937წწ მწერალ. დაბ. წყალტუბო, ოფურჩხეთი იმერეთი

ისიდორე კვიცარიძე დაიბადა 1870 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში.


 მეგობრობდა ქართველ მწერლებსა და პოეტებთან. 1899 წელს ქუთაისში სხვებთან ერთად დააარსა სამრეწველო-სავაჭრო ამხანაგობა "კოლხიდა", რომელიც სოფლის მეურნეობის რამდენიმე სფეროში მუშაობდა, მათ შორის არის: მეაბრეშუმეობა, მებამბეობა, მეხილეობა, მეღვინეობა. 1900-იან წლებში ამავე სახელწოდებით საგამომცემლო და პრესის გავრცელების კანტორა შექმნა; "კოლხიდა" ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებს, საგანმანათლებლო და ლიტერატურული ჟანრის წიგნებს; პრესას და გამოცემებს ავრცელებდა ქუთაისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე. 1907 წლის 22 მარტს ხელისუფლებამ "კოლხიდა" დახურა და მისი გამოცემების კონფისკაცია მოახდინა. მოგვიანებით, 1908 წელს იგი ჟანდარმერიამ დააპატიმრა. იმდროინდელ პრესაში დაკავების მიზეზად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაა დასახელებული. მას ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის საგამომცემლო და პრესის გავრცელების საქმეს დაუბრუნდა და პრესის კანტორა "იმერეთი" დააფუძნა. ამ კანტორას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. 1922-1923წწ. ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები გამოცემები საქართველოს მუზეუმს გადასცა. 1934 წელს დააპატიმრეს და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს; 1937 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1902 წლიდან "მენშევიკების" პარტიის წევრობის ბრალდებით. 1937 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატის "ტროიკამ" დახვრეტისა და ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანა. განაჩენი მალევე აღსრულდა. საზოგადო მოღვაწე,  გამომცემელი. რეპრესირებული.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია(მესამე დასი), წევრი (1893-1897)
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009386/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0