ალექსანდრე ლორია (1934) დაიბადა ბათუმში. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით, 1958 წელს.
1958 წლიდან იწყებს მუშაობას ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრაზე მასწავლებლად; 1962-1972წწ. არის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორი; ამ პერიოდში გაეცნო უცხოეთის მრავალი ბიბლიოთეკას საქმიანობას, დაესწრო IFLA- კონგრესს კანადაში, აშშ და გერმანიაში; 1972-1974წწ. აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში; 1974-1977წწ. ბიბლიოთეკათნცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1993-2002წწ. პარალელურად მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურის უნივერსიტეტში ლექტორად; 1988-2000წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. 2000 წლიდან დღემდე არის ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მისი პირველი მოთხრობა, "თხუტმეტი წლის შემდეგ" , დაიბეჭდა 1974 წელს. 2006 წლიდან ილიას ინივერსიტეტის საპატიო პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კითხვის ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1972 წელს.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო კრებული და სტატია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საბიბლიოთეკო ასოციაცია, გამგეობის წევრი (1999-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1986 - ჟურნალ "პიონერის" პრემია
მოთხრობისათვის "ეს დაუდეგარი არდადაგები" - 1984 - ჟურნალ "პიონერის" პრემია
მოთხრობისათვის "კვამლი მთაში"
ბიბლიოგრაფია
- ფლორენცი : რომანი (ავტორი). - თბილისი, შპს "ემ-პი-ჟი ჯგუფი", 2017. - 278გვ.. - ISBN: 978-9941-0-9727-0
- ფიქრი და ოცნება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სს ემ-პი-ჯი, 2012. - 96გვ.. - ISBN: 978-9941-9211-8-6
- სიზნარეული ხილვები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 2011. - 86გვ.. - ISBN: 978-9941-0-2425-2
- დრო და მონატრება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საგამომცემლო სახლი "ემ-პი-ჯი", 2010. - 56გვ.. - ISBN: 978-9941-0-2393-4
- სკოლის ბიბლიოთეკის შრომითი პროცესების ორგანიზაცია : მეთოდიკურ-ინსტრუქციული სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2009. - 52გვ.. - ISBN: 978-9941-11-074-0
- ჟამი სიყმაწვილისა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 2004. - 247გვ.
- საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაცია : მკითხველებთან მუშაობა. საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაცია და მართვა. ნაჭ. 2 (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1996. - 95გვ.
- კითხვა როგორც კვლევის საგანი : ლექტოლოგიური პრობლემატიკა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1993. - 152გვ.. - ISBN: 5-520-01133-8
- ეს დაუდეგარი არდადეგები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 157გვ.
- კითხვის კულტურა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები (ავტორი). - თბილისი, 1984. - 27გვ.
- საბიბლიოთეკო საქნის ორგანიზაცია : ზოგადი ბიბლიოთეკათმცოდნეობა, კატალოგიკა, ფონდების ორგანიზაცია. ნაწ. 1 (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1983. - 113გვ.
- კითხვის ფსიქოლოგიური კვლევის შესახებ : ბიბლიოფსიქოლოგია (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1979. - 84გვ.
- საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში (1921 წლამდე) (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 382გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000773/