სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10497

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
კონსტანტინე ლორთქიფანიძე 1905-86წწ მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი, დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია,

1905-1986 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ლორთქიფანიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

კონსტანტინე ლორთქიფანიძე 1905-86წწ მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი, დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია,

კონსტანტინე ლორთქიფანიძე (1905-1986) დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.



ლექსების წერა მოწაფეობის წლებში დაიწყო. პირველი ლექსი 1924 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული - 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში კ. ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944წწ. იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ცისკარს", 1977 წელს დაინიშნა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. თარგმნილი აქვს ტ. შევჩენკოს, ა. მიცკევიჩის, პ. ელუარის, ვლ. მაიკოვსკის, ი. ფრანკოს, ხ. აბოვიანის, ა. ისააკიანის,  ტაკუბოკუს პოეტური ნაწარმოებები, სომხური ეპოსის- "დავით სასუნცის" რამდენიმე თავი. მას ეკუთვნის აგრეთვე კინოსცენარები ფილმებისა: "მეგობრობა" (1941, თანაავტორი ი. მოსაშვილი), "ჩრდილი გზაზე" (1957), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.241; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 06.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0