სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ჭოლა ლომთათიძე 1879-1915წწ  მწერალი დაბ. სოფ. მეწიეთი,  დაბ. ჩოხატაური, გურია

1879-1915 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ლომთათიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ჭოლა ლომთათიძე 1879-1915წწ მწერალი დაბ. სოფ. მეწიეთი, დაბ. ჩოხატაური, გურია

ჭოლა ლომთათიძე (1879-1915) დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში.


 1888 წლიდან  სწავლობდა ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში, 1896 წლიდან ქუთაისის სამეურნეო  სკოლაში. 1897 წლიდან ჭ. ლომთათიძე ხარკოვის სამეურნეო სკოლის მსმენელი იყო, საიდანაც რევოლუციური საქმიანობის გამო გარიცხეს. 1907–1914 წლები მან ციხეში  გაატარა. სამშობლოში უკან დაბრუნების უფლება არ მისცეს და იგი სარატოვის  თავშესაფარში გარდაიცვალა. ჭ. ლომთათიძე სამწერლო ასპარეზზე დიდი  სოციალურ-პოლიტიკური ძვრების დროს გამოვიდა. 1901-1903 წლებში გამოქვეყნდა  მწერლის პირველი მოთხრობები "დავითი" და "ცხოვრების გულიდან. იგი ძირითადად  კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი იყო. ჭ. ლომთათიძის ადრინდელ ლექსებში, მინიატურებში, ეტიუდებსა და ესკიზებში თვალსაჩინოდ გამოიკვეთა მისი შემოქმედებით  ინტერესთა რკალი - სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობა, ეროვნული პრობლემატიკა, სიყვარული და სხვ. ("მატლი", "დასაფლავება", "ზღვა", 1902; "სიცრუე", 1903 და  სხვ.). 1907 წლიდან, საპყრობილეში გამომწყვდეული, მძიმე სენით შეპყრობილი ჭ. ლომთათიძე ინტენსიურ სამწერლო მოღვაწეობას იწყებს. იგი ქართული  რევოლუციურ-დემოკრატიული მწერლობის ერთ-ერთი მესვეური ხდება. ლომთათიძის შემოქმედების მეორე პერიოდში გამძაფრდა ეროვნული მოტივი ("უბის წიგნიდან", 1910; "თეთრი ღამე"). ჭ. ლომთათიძე ლირიკული პროზის დიდოსტატია. შემოქმედების მაღალი იდეურ-პოლიტიური მიზანდასახულობითა და ჭეშმარიტი ხალხურობით ჭ. ლომთათიძე ქართული სოციალური რეალიზმის წინამორბედად გვევლინება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.285; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org



ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0