იაკინთე ლისაშვილი (1897-1972) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ზედაბანში.
1913-1914წწ. იყო თავართქილაძის სტამბის, ხოლო 1917-1921წწ. სამხედრო სამინისტროს ასოთამწყობი; 1921-1922წწ. ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი; 1926-1928წწ. საქართველოს სახკომსაბჭოს ინსტრუქტორი; 1928-1931წწ. ცეკავშირის გაზეთ "კოოპერაციის" რედაქტორი; 1931-1936წწ. გამომცემლობა "ფედერაციის" დირექტორი; 1936-1939წწ. საქლიტფონდის დირექტორი; 1939 წლიდან საავტორო უფლებათა დაცვის სამმართველოს დირექტორი; 1919 წელს გამოაქვეყნა პირველი პიესა "უნაყოფო ნუგეში" ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში". ავტორია რომანების, პიესების, ლექსებისა და პოემების, მათ შორის: "მანქანების ჭრაღები"(1923, ლექსები), "ზვირთების ქარავანი"(1926, პოემა), "ვარდნილი"(1933, რომანი), "კეცხოველი"(1941, რომანი).
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.237
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია, წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
- სკკპ, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
ბიბლიოგრაფია
- გურული ესკიზები : მოგონებები (ავტორი). - თბილისი, 2005. - 28გვ.. - ISBN: 99940-0287-2
- კადონა : ნოველა (ავტორი). - ტფილისი, პ/სკ. სტ., 1934. - 72გვ.
- გაშლილი ფრონტით : ლექსები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 60გვ.
- მანქანების ჭრაღები : ლექსები და მინიატურები (ავტორი). - ტფილისი, 1923. - 46გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001777/