სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
თედორე კიკვაძე 1868-1935წწ მწერალი, პოლიტიკოსი, დაბ. სოფ. მაკვანეთი, ოზურგეთი, გურია

1868-1935 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კიკვაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

298       ბეჭდვა

თედორე კიკვაძე 1868-1935წწ მწერალი, პოლიტიკოსი, დაბ. სოფ. მაკვანეთი, ოზურგეთი, გურია

თედორე კიკვაძე (1868-1935) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1890 წელს.



1890-1891წწ. მასწავლებლობდა სოფელ მაკვანეთში; 1891 წელს იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში შავი ქვის კანტორის გამგე; 1892 წელს მართავდა ამავე ფირმის ჯოყუთის კანტორას; 1893 წელს გადავიდა ამავე ფირმის ჭიათურის მთავარი საწარმოო კანტორის გამგე; 1896 წელს იყო ქ. ფოთში ღოღობერიძის ფირმის საექსპორტო კანტორის გამგე; 1897 წელს ჟურნალ "კრებულის" რედაქციის გამგე; ამავე დროს თანამშრომლობდა ჟურნალ "კვალში"; 1912 წელს მიიწვიეს ლ. პეტრაშევსკის 8–კლასიან კერძო კომერციულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად; 1918-1919წწ. აგრეთვე იყო ქალთა მეოთხე გიმნაზიაში ამავე საგნის მასწავლებელი; 1917-1919წწ. "ტფილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის" გამგეობაში ხელმძღვანელობდა ტყავეულობა–ფეხსაცმელის და სარევიზიო განყოფილებას; 1921 წლიდან მივლინებული იყო განათლების სახალხო კომისარიატთან სამუშაოდ; 1922 წელს მუშაობდა სამხედრო კოოპერატივში ინფორმატორის თანამდებობაზე; 1923 წელს ამავე თანამდებობაზე სასურსათო კომისარიატში; 1927 წელს საქართველოს "სამხატვრო აკადემიაში" ქართული ენის ლექტორად; 1931 წლიდან პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიურ–ტექნოლოგიურ დარგზე ასწავლიდა რუსულ ენას; ავტორია წიგნებისა: "პატარა მოთხრობა"(1887), "საბრალო კრიტიკოსი"(1901), "ჩვენი მეგობარი"(1926); მას ეკუთვნის თარგმანები: "ლენინი და ლენინიზმი"(1924), "მუშათა საკითხი"(1900); ათავსებდა წერილებს ჟურნალებში ფსევდონიმებით: "ჭაღარა", "ფანდი".


წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.272; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.224 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირი, წევრი (1917-)
  • განათლების სამინისტროსთან არსებული "სასკოლო კომიტეტი", წევრი (1918-)
  • საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოება, მუდმივი წევრი (1914-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს მეცნიერ მუშაკთა სექცია, წევრი (1931-)
  • ტფილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის გამგეობა, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1914-)
  • ქართულ "მხედრული" შრიფტის შესწორების კომისია, თავმჯდომარე (1920-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0