პოლიევქტო კვიცარიძე (1849-1904) დაიბადა ქუთაისში.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტსი აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრება ვერ მოახერხა სხვადასხვა მიზეზის გამო. დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ქუთაისში. მთელ საქართველოში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. მას კარგად იცნობდნენ, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნეს და საზოგადო მოღვაწეს. როგორც მკვლევარსა და ლიტერატორს, ბევრი წერილი აქვს მოთავსეუბლი "დროებაში", "იმედში", ჟურნალ "ივერიასი", "თეატრში", "ნობათსა" და სხვ. წერდა ლექსებს. დიდი შრომა მიუძღვის ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობა, წევრი
ბიბლიოგრაფია
- ამორჩეული ადგილები საღვთო-საეკლესიო წიგნებიდან, სასულიერო სასწავლებელთ მოწაფეთაგან დასასწავლი ზეპირად : მთავრობის მიერ გამოცემული პროგრამაზე (ავტორი). - Кутаис, тип. И. Киладзе и Е. Хеладзе, 1898. - 108, Xგვ.
- ქართული სწორმეტყველება : საშინჯი სახელმძღვანელო (ავტორი) // წ. 1. . - თბილისი, 1888. - 164გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005638/