ნესტან ნენე კვინიკაძე (1980) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი(ოლღა თაბუკაშვილის სახელოსნო).
2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა "კომუნიკატორის" კვირის ოფიციალური მუსიკალური ოცეულის წამყვანი. 2002-2003წწ. - საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე მომზადებული დოკუმენტური ფილმების ავტორი: "ჩემი სოფელი" და "ქართველები საზღვარგარეთ". 2005წ. - ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" კორესპონდენტი. 2005წ. - გაზეთ "24 საათის" სვეტების ავტორი. 2006–2008წწ. - ჟურნალ "ანაბეჭდის" ავტორი. 2006 წლიდან - დღემდე ჟურნალ "ფოკუსის" მთავრი რედაქტორი; 2011 წლიდან - დღემდე ჟურნალ "თბილისი აუთის" მთავრი რედაქტორი; 2011 წლიდან - დღემდე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თოქ-შოუს "სხვა შუადღე" მთავრი პროდიუსერი. მისი ლიტერატურული დებიუტი 1999 წელს მოთხრობების კრებული "ერთსულად" გამოცემით შედგა. 2002 წელს დოკუმენტური რომანი "ამარგი" გამოსცა, რომელიც 1983 წლის თვითმფრინავის გატაცების გახმაურებულ ისტორიას ასახავს. 2011 წელს სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადდა ინგისურენოვანი გამოცემა სახელწოდებით "NOW", რომელშიც ნ. კვინიკაძის ორი მოთხრობა და ერთი პიესა შევიდა. 2012 წელს ფრანკფურტში, გამოვიდა თანამედროვე ქართველი ქალი ავტორების ანთოლოგია გერმანულ ენაზე, რომლის სახელწოდება, მისი რომანიდან არის აღებული: "იაგუარების ტექნო" - სწორედ ამ რომანის ნაწყვეტები შევიდა ანთოლოგიაში. 2011-2012წწ. - The Royal Court Theatre – Project New Writing - პროექტის მონაწილე. 2012წ.- მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოტრეინინგის - MINI EAVE-ს მონაწილე(კინოსცენარის თანაავტორი ქეთევან მაჭავარიანი). ნ. კვინიკაძეს შესრულებული აქვს ოთხი კინოროლი ფილმებში: "კლასობანა"(რეჟისორი თამარ შავგულიძე), "უსმინე შოპენს"(რეჟისორი თორნიკე ბზიავა), "ჯაყოს ხიზნები"(რეჟისორი დავით ჯანელიძე), "მარილივით თეთრი"(რეჟისორი ქეთი მაჭავარანი). სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში. მისი ნამუშერები თარგმნილია, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ნესტან ნენე კვინიკაძე არის ორგანიზატორი ფესტივალებისა "მზიური" და "მატარებელი".
ბიბლიოგრაფია
- იაგუარების ტექნო : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნესტან კვინიკაძის გამ-ბა, 2008. - 152გვ.. - ISBN: 978-9941-0-0576-3
- Herself : მოთხრობები : Dedicated to Toma (ავტორი). - თბილისი, კომუნიკატორი, 2005. - 88გვ.. - ISBN: 99940-07-72-6
- ისპაჰანის ბულბულები : რომანი (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2004. - 128გვ.. - ISBN: 99940-745-4-7
- პაიუში ფანტანები : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ქართული წიგნი, 2003. - 8გვ.. - ISBN: 99940-726-1-7
- ამარგი : (სათქმელი) "თვითმფრინავის ბიჭებზე" (ავტორი). - თბილისი, საარი, 2001. - 112გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001030/