რევაზ კვერენჩხილაძე (1928) დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხორეთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.
1952 წლიდან მუშაობს საქართველოს მწერალთა კავშირში, 1952-1960წწ. მწერალთა სასახლის დირექტორად, 1960 წ-დან წლების მანძილზე იყო საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ბიბლიოთეკის გამგე, შეთავსებით მუშაობდა ლიტერატურის კონსულტანტად, საქმეთა მმართველად. 1952 წლიდან აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, მოგვიანებით მისი კვლევის მთავარი საგანი გახდა ორი მიმართულება: საქართველოს მწერალთა კავშირის (შემოქმედებითი ორგანიზაციის) ისტორია და, მეორე მხრივ, 100-ზე მეტი რეპრესირებული მწერლის ბედი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება "მემორიალი", წევრი
ბიბლიოგრაფია
- XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2008. - 418გვ.. - ISBN: 978-9941-12-232-3
- საბუთები ღაღადებენ... (ავტორი). - თბილისი, უნივერსილი, 2007. - 404გვ.. - ISBN: 978-99928-0-686-9
- რეპრესირებული ოჯახის ისტორია (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2006. - 171გვ.. - ISBN: 99940-0-970-2
- წამების გზა : დახვრეტა, გადასახლება, დევნა : რეპრესირებული მწერლები: წიგნი 2 (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2005. - 455გვ.. - ISBN: 99940-753-7-3
- წამების გზა : დახვრეტა, გადასახლება, დევნა : რეპრესირებული მწერლები: წიგნი 1 (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 200გვ.
- საქართველოს მწერალთა კავშირი 1917-1982 (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1983. - 414გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000251/