სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დავით კეზელი 1854-1907წწ მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. თბილისი

1854-1907 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კეზელი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

335       ბეჭდვა

დავით კეზელი 1854-1907წწ მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. თბილისი

დავით კეზელი (1854-1907) დაიბადა თბილისში. 


დავით კეზელი 70-იანი წლების I ნახევარში ხელმძღვანელობდა თბილისის სემინარიის მოსწავლეთა ფარულ წრეს. აღმოაჩნდა ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის წერილი და პროკლამაცია "საქართველოს ახალ თაობას". რევოლუციურ საკითხში ხალხოსნურ პოზიციაზე იდგა: გადამწყვეტ როლს ანიჭებდა რჩეულ ადამიანებს, ტალანტებს, გმირებს. დააპატიმრეს 1873 წლის დეკემბერში. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ არასრულწლოვანების გამო 8 თვის პატიმრობა მიესაჯა. 70-90-იან წლებში და XX საუკუნის დამდეგს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. თანამშრომლობდა "დროებაში", "ივერიაში", "შრომაში", "ცნობის ფურცელისა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში აქვეყნებდა წერილებს გორის მაზრის გლეხთა მოძრაობაზე. აღსანიშნავია დავით კეზელის დრამატული საქმიანობა: მისი პიესები ("ორცოლიანი", "ბიძიასთან გამოხმაურება", "დედა და შვილი" და სხვ) წარმატებით იდგმებოდა თბილისის, თელავის, გორისა და სხვა ქალაქების სახალხო თეატრების სცენებზე. მან ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები და 1886 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში". აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. ამ თემაზე მრავალი წერილი დაბეჭდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. პრესაში თანამშრომლობდა "ზოილის", "დავით სოსლანის", "არაგველის" ფსევდონიმებით. დავით კეზელმა სახალხო გმირის, არსენა ოძელაშვილის უკვდავსაყოფად მის საფლავზე ქვა დადო.  თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი.



წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro ; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0