დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს.
1932 წელს გამოაქვეყნა ლექსთა პირველი კრებული "ჩემი პირველი უჯრედი". მისი ლექსები მეგობრობასა და სიყვარულს ეხება და ნათარგმნია ბევრ უცხო ენაზე. 1966 წელს გამოსცა მონოგრაფია "შიო მღვიმელის ცხოვრება და პოეზია". ეწეოდა რედაქტორულ მოღვაწეობას. იყო საბავშვო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის" და საბავშვო წიგნის გამომცემლობის "ნაკადულის" განყოფილების გამგე.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.210
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- შიო მღვიმელი : კრიტიკული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ზარია ვოსტოკას სტ., 1938. - 98გვ.
- შეფოთლილი ხეივანი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1937. - 140გვ.
- ის უბანი და ის კარმიდამო : ლექსები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1934. - 103გვ.
- რამდენიმე ლექსი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1932. - 58გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001107/