ჯანრი კაშია (1939-2012) დაიბადა ქალაქ ბათუმში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.
1964-1967წწ. - საქართველოს ტელევიზიის უმცრ. ტექ. რედაქტორი(ლიტერატურულ-დრამატულ და კინო გადაცემათა რედაქცია); 1967-1977წწ. - თბილისის სამხატვრო აკადემიის მასწავლებელი, შემდეგ უფრ. მასწავლებელი; 1969-1975წწ. - თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის, ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი; 1982 წლის სექტემბერში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში(ჩააბარა საბჭოთა პასპორტი) და 1992 წელს გახდა საფრანგეთის მოქალაქე. 1982-1983წწ. პარიზში მუშაობდა ჟურნალისტად; 1983-1984წწ. - "რადიო თავისუფლება"(მიუნხენი)-ჟურნალისტი, შემ-მდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1986 წელს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში მიწვეულ კონსულტანტად (ვაშინგტონი) მუშაობდა. 1987-1992წწ. - "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქციის ოფიცილაური კორესპონდენტი პარიზში. 1984 წლიდან ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალის "ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. იყო ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 2004 წელს საქართველოში დაბრუნებისას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2002-2005წწ. ავტორი და წამყვანი ტელე-გადაცემებისა: "არჩევანი თქვენი", "ნადიმი ჯანრი კაშიასთან" (იმედი) და "202"-ზე. 2009-2012წწ. ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
- თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის (ბავშვთა შემოქმედების მუზეუმი), თანადამაარსებელი და დირექტორი (1969-1970)
- ქართულ-ევროპული ინსტიტუტი (საქართველოს კავკასიის და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი), დამაარსებელი და დირექტორი (1983-)
ბიბლიოგრაფია
- უბისი : რენესანსი "ურენესანსოდ" (ავტორი). - პარიზი ; თბილისი, ქართ.-ევროპ. ინ-ტი, 2004. - 318გვ.. - ISBN: 99940-704-3-6
- ენა, საზრისი, ყოფიერება... ქართველურ ენათა ტოპოლოგია (ავტორი). - პარიზი, თბილისი, 2002. - 318გვ.
- თავისუფლება და ფედერალიზმი (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 1997. - 439გვ.
- მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ : ანტიაბსურდი (ავტორი). - პარიზი, ქართ.-ევროპ. ინ-ტი, 1995. - 52გვ.
- გველის-მჭამელი : გაგების ცდა. (ავტორი). - პარიზი, ქართ.-ევროპ. ინ-ტი, 1989. - 400გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001026/