დავით კარიჭაშვილი (1863-1927) დაიბადა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
1885 წლიდან მისი კრიტიკული პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "თეატრი", "მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "ივერია" და სხვ. 1887 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა - "სამი მსხვერპლი". 1921-1927წწ. უნივერსიტეტის სიძველეთსაცავის მცველი. 1905 შეადგინა "კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა". ავტორია რუსთველოლოგიური ნაშრომებისა: "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის რეცენზიის გამო"(1904), "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა". 1903 და 1920 გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც საფუძვლად დაედო პოემის 1888 წლის დაბეჭდილი ტექსტი. აქვს გამოკვლევები ქართული ქორონიკონის, ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, აგრეთვე ნაშრომები საქართველოს ისტორიაში. დ. კარიჭაშვილს ეკუთვნის აგრეთვე "ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორია"(1929), "ქართული ენის გრამატიკა. ეტიმოლოგია"(1930) და სხვ.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.207
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი (1885-1892)
ბიბლიოგრაფია
- ხუცური ანბანი (ავტორი). - ტფილისი, ს. ლოსაბერიძის სტ., 1914. - 48გვ.
- კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წიგნთ-საცავისა (ავტორი). - ტფილისი, ა. ქუთათელაძის სტ., 1905. - 366გვ.
- სვიმონ მეფე (1557-1600) (ავტორი). - ტფილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოც., 1894. - 50გვ.
- როსტომ მეფე (ავტორი). - ტფილისი, ზ. ჭიჭინაძე, (გრ. ჩარკვიანის სტ., 1894. - 50გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000992/