კონსტანტინე კაპანელი (1889-1952) დაიდაბა აბაშის რაიონის სოფელ კაპანაში. დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი.
მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933წწ. იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ "ზაკავკაზსკაია რეჩში" სათაურით "Идея страдания в грузинской литературе"; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული შემდეგი ნაწარმოებები: "სული და იდეა" (1923), "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები"(1925), "ქართული სული ესთეტიურ სახეებში" (1926), "ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი" (1928).
წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.587
ბიბლიოგრაფია
- ფილოსოფიური შრომები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989. - 380გვ.
- მეტყველებისა და ლიტერატურის პრობლემები (ავტორი). - თბილისი, სტალინის სახ. სახელმწ. უნ-ტის გამომც. და სტ., 1938. - 121გვ.
- ქართული ლიტერატურის [სოციალური] გენეზისი : პრინციპიული ნარკვევი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა და 1-ლი სტ., 1931. - 281გვ.
- სოციალური ესთეტიკის საფუძვლები : ორგანოტროპიზმი. (ავტორი). - ტფილისი, ორგანოტროპიზმი., 1925. - 266გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001753/