სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ირაკლი კაკაბაძე 1969წ მწერალი წარმ. სოფ. ჩხარი თერჯოლა იმერეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კაკაბაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

458       ბეჭდვა

ირაკლი კაკაბაძე 1969წ მწერალი წარმ. სოფ. ჩხარი თერჯოლა იმერეთი

ირაკლი კაკაბაძე (1969) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი 1997 წელს.



1997-2000წწ. იყო აშშ ეროვნული მშვიდობის ფონდის თანამშრომელი; 2000-2004წწ. ჟურნალ "დრო მშვიდობისა" მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან აშშ სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი; 2006 წლიდან იყო თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარე. მიღებული აქვს მაგისტრის წოდება კონფლიქტების მოგვარებაში (1997). არის 5 წიგნის ავტორი: "ტაიმს სკვერი" (1998), "ალეგრო" (2002), "თანაგრძნობის სიმღერა" (2004), "კანდიდატი ჯოყოლა" (2005), "ვარდების რევოლუციის შიგნიდან" (ვაშინგტონი, 2005). მიენიჭა ჟურნალ "ცისკრის" პრემია საუკეთესო მოთხრობისათვის (1990), პრინც ჯორჯის საგრაფოს ახალგაზრდული კინოფესტივალის მთავარი სცენარისტის პრიზი (აშშ, 1998). მწერალი, მომრიგებელი მოსამართლე.


წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.234; news.ge

ბიბლიოგრაფია



კაკაბაძე 

ამ გვარის ფუძედ ზოგი კაკაბას მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ, კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ეტიმოლოგიაა. 

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც თან ერთვის სუფიქსები ბა და ძე. 

კაკა – ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში. 

კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან. 

„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი). 

კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი, ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას. ეკლესიაში ზარებს რეკდა და რამდენიმე სოფლის ხალხს ამით წირვაზე იხმობდა. წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ თავისი არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხვდურებმა ქეშიშოღლებად მონათლეს, ანუ „ურჩი მღვდლის შვილები“. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ, ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას. 

მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძეები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით. 

კაკაბაძეები, კეკიძეები და გეგიძეები ცხოვრობენ სხვა ადგილებშიც. ისინი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია. 

გეგიძეები აზნაურებიც იყვნენ. 

იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე და გეგიძე. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ. 

საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422, არიან სხვაგანაც.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0