სერგო ქობულაძე (1909-1978)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.
1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა; 1930-1932წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში; 1931 წლიდან სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი 1932 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია თეატრში; ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან; მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდ თეატრში; მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა - "ამბავი ტარიელისა(1947) და გრიგოლ კილაძის "ბალეტ სინათლეს"(1947); 1939 წლიდან მან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმძღვანელი და ერთ ხანს რექტორიც იყო; მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას; 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ახალგაზრდა გარფიკოსების აღზრდის საქმეში; 1960 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის მოხატა საზეიმო ფარდა, რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა; მან გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპი; "ამ გამოკვლევაზე მუშაობით, — ამბობდა შემოქმედი, - დიდი სკოლა გავიარე, იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მრავალი წლის მანძილზე ვერ შეიძენს კაცი"; გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი, ფერმწერი, საზოგადო მოღვაწე.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.344; https://ka.wikipedia.org/wiki/სერგო_ქობულაძე
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სსრ კავშირის სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1958-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1976 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1958 - საქართველოს სახალხო მხატვარი
- სსრკ სახელმწიფო პრემია
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- ოქროს კვეთა (ავტორი). - თბილისი, 1998. - 192 გვ.. - ISBN: 99928-17-00-3
- ვეფხისტყაოსანი (ილუსტრატორი). - თბილისი, ლაშარი, 1991. - 320გვ.
- ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1970. - 22გვ.