ოლეგ ქოჩაკიძე (1935-2017),
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1959 წელს.
შემოქმედებით ჯგუფ "სამეულის" (ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე) ერთ-ერთი შემქმნელი და წევრი (1957-1992). 1976-1996წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. დარგი: ფერწერა, გრაფიკა, სცენოგრაფია, მონუმენტური ხელოვნება. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი"(ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო" (ანიმაციური, 1966), "კონკურენცია" (ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "სადა ხარ ჩემო სავანა?" (ანიმაციური, 1975), "სიზმარა" (ანიმაციური, 1986), "უკვდავი სული" (დოკუმენტური, 1987) და სხვ. მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს მხატვართა კავშირი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, თბილისი; მოსკოვის ბახრუშინის სახელობის მუზეუმი; ნონკონფორმიზმის მუზეუმი, ფილადელფია, აშშ; საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციები.
წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- რუსეთის სამხატვრო აკადემია, საპატიო წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი
- 1973 - ნოვი სადის ტრიენალე , ვერცხლის მედალი (ჯგუფური მონაწილეობისთვის, იუგოსლავია)
- 1973 - სამეულის ნამუშევართა გამოფენა (თბილისი )
"სტელას ბაღი" - 1967 - სან–პაულოს ბიენალე (ბრაზილია)
- 1956 - მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტობისფესტივალისთვის მიძღვნილი გამოფენა-კონკურსი, I ადგილი
- პრაღის კვადრიენალე, ოქროს მედალი (ჯგუფური მონაწილეობისთვის(1971-1975), ჩეხოსლოვაკია)