ერვანდ ქოჩარი (1899-1979)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლასა (1915-1918) და მოსკოვის სახელმწიფო თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში (1918-1919). 1923 წლიდან მუშაობდა პარიზში. 1936 წლიდან სომხეთში. მისი დაზგური და მონუმენტური ქანდაკებისათვის ნიშანდობლივია მოძრაობის ექსპრესიულობა, ზოგჯერ სტილიზაცია.
ნამუშევრები: ობელისკი ''არწივი'' (ბრინჯაო, 1955, ზვართნოცის გზაზე), დავით სასუნცის ძეგლი (სპილენძი, 1959) და ფ. ძერჟინსკის მონუმენტური ბიუსტი (სპილენძი, 1969 - ორივე ერევანი). ავტორია ფერწერული ტილოებისა და წიგნის ილუსტრაციებისა. მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი.
წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.553
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1976 - სსრკ სახალხო მხატვარი
- 1967 - სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემია