გელა ღაჭავა 1966
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. გალი.
დაამთავრა ქ. თბილისის 107-ე პროფესიულ-ტექნიკური საწავლებლის ფილიალი ქსოვილის მოხატვის სპეციალობით 1985 წელს.
1985 წელს მუშაობდა ქ. სენაკის კინოთეატრ "რუსთაველის" მხატვრად; 1988 წელს იყო სენაკის რაიონის სოფელი ზანის კულტურის სახლის დირექტორი; 1988-1989წწ. ქ. ქუთაისის ავტოქარხნის ელექტრო შემდუღებელ საამქროში მოწაფედ; 1989 წელს ამავე ქარხნის შემდუღებელია; 1980 წელს იწყებს ფოტოგრაფიის დაუფლებას; 1988 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ და საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენებში; 1992 წელს ჩამოაყალიბა ალტერნატიული ხელოვნების გაერთიანება "ბონზო კლუბი", რომლის ძირითადი მიზანი იყო პაროდიული ფორმით გამოევლინა ორგანიზაციის წევრთა შემოქმედება; 1993 წელს "ბონზო კლუბი" მონაწილეობს ქ. თბილისში კულტურის ცენტრ "ქარვასლა"-ში საგამოფენო დარბაზში გამართულ დადა-პრეზიდენტის არჩევნებში; 1993 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მოაწყო საქველმოქმედო აქცია, საიდანაც შემოსული თანხა მთლიაად გადაეცა უდედმამო ჩვილ ბავშვთა სახლს; 1995 წელს ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული მუსიკის ჯგუფი ''DIREKTION'', ჯგუფმა ჩაწერა 3 ლაბორატორიული კონცერტი (I – ''კანქვეშა ჰორიზონტი'', II – ''კონტაქტი'', III – ''თოჯინების მარში''); 1996-1997წწ. ქ. ქუთაისის რადიოსადგურ "ძველი ქალაქი"-ს მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემის დიჯეი; 1997-1999 წ.წ. ქ. ქუთაისი, გაზეთი ''POST SKRUPT'' პოეზიის გვერდის ''+– სარეველა" ჟურნალისტი; 2007 წლიდან მუშაობს ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხატვარად; აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რედაქციებთან, როგორც მხატვარი და ფოტოგრაფი; წერს მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში; გამართული აქვს 14 პერსონალური და 5 ერთდღიანი გამოფენა თბილისში, ქუთაისში, სენაკსა და ზუგდიდში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კოოპერატივი "მოდაXX", წევრი (1989-1994)
- საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო, წევრი (2000-)
- ხელოვანთა კავშირი "მარიოტა'"-ს, წევრი (1999-)
ბიბლიოგრაფია
- ჩემი რჩეული : ლექსები (ილუსტრატორი). - ქუთაისი, 2013. - 168გვ.
- ლეო ჭეიშვილი : არგენტინაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მეცნიერი (ილუსტრატორი). - თბილისი, "მწიგნობარის" გამ-ბა და სტ., 2013. - 118გვ.. - ISBN: 978-9941-424-81-6
- მზეკაბანი : 80-90 და 2000-იანი წლების ქუთაისელ პოეტთა შემოქმედება (ილუსტრატორი). - ქუთაისი, მარიოტა : ენიგმა, 2010. - 332გვ.