სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი ყანდარელი 1933-2006წწ. გარდ. 73 წლის მხატვარი, ხელოვნების მუშაკი, დაბ. საგარეჯო, კახეთი.

1933-2006 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ყანდარელი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

გივი ყანდარელი 1933-2006წწ. გარდ. 73 წლის მხატვარი, ხელოვნების მუშაკი, დაბ. საგარეჯო, კახეთი.

გივი ლუარსაბის ძე ყანდარელი (დ. 21 თებერვალი1933, სოფ. საგარეჯო ― გ. 7 ივნისი2006თბილისი) — ქართველი მხატვარი, გობელენის ოსტატი, კერამიკოსი.


თანამედროვე ქართული გობელენის დამაარსებელი.[1] ჩინური გობელენის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.[2] საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), ღირსების ორდენის და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983)



გივი ყანდარელი (1933-2006) დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.

1960 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე; 1965-1966წწ. გაიარა სტაჟირება პრაღაში ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში(UMPRUM); 1973 წლიდან ასწავლიდა ფერწერას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1982 წელს მისი გობელენი "ფიროსმანის სიზმარი" შეირჩა და გამოიფინა შვეიცარიაში, ლოზანას ბიენალეზე; იმავე წელს საფრანგეთის ქალაქ ნანტში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა; მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა ესპანეთში; 1986 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრის გამგედ; 1988 წელს იმართება მისი პერსონალური გამოფენა აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში; 1990 წელს მიწვეულ იქნა პეკინის გამოყენებითი ხელოვნების ცენტრალურ აკადემიაში ლექციების კურსის ჩასატარებლად; 1994 წელს პერსონალური გამოფენა პალერმოში, იტალია. 1995 წლიდან მიიწვიეს თბილისი კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხალხური რეწვის სახელოსნოს ხელმძღვანელად; 2000-2002წწ. იგი მიწვეული იყო ჩინეთის შანდუნის პროვინციის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში და პროვინცია ხელუნძიანის უნივერსიტეტში ლექციების კურსის ჩასატარებლად, მიწვეული პროფესორის რანგით. 2003 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა თბილისში. პროფესორი(1987), გობელენის ოსტატი, კერამიკოსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,1998-1999. - გვ. 336; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, მდივანი (1978-1982)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 29.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0