ირაკლი ყანდაშვილი (1919-1989)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1948 წელს.
მუშაობდა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ჟანრში. ქმნიდა ქანდაკებებს, ბეჭდურ კომპოზიციებს, კერამიკულპანოებს, დეკორატიულ ლარნაკებსა და სხვა. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო მნიშვნელობის სამხატვრო გამოფენაზე როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია სამხატვრო გალერეებსა და კერძო კოლექციებში, ამშვენებენ ქალაქის სკვერებს და ზოგიერთი შენობის ინტერიერს. ორი ათეული წელი იყო თბილისის საბავშვო სამხატვრო სკოლის დირექტორი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "შოთარუსთაველი" (ბისკვიტი ბიუსტი, 1952). დეკორატიული პანოები: "ამბავი ვეფხისა და მოყმისა" (1966), "მშვიდობა მსოფლიოს", "მშვიდობის სადარაჯოზე" (1965), "შემოდგომა" (1970) და სხვ. კერამიკოს-დეკორატორი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.622
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
- 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
- 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"