სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თეიმურაზ ყუბანეიშვილი 1924-1993წწ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

1924-1993 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ყუბანეიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

თეიმურაზ ყუბანეიშვილი 1924-1993წწ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

თეიმურაზ ყუბანეიშვილი (1924-1993)


ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1952 წელს.


1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის გამგე; მონაწილეობდა სსრკ-გერმანიის ომში; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი; გააფორმა ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა "გველის მჭამელი", "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი" (გრავიურები ლინოლეუმზე, 1961); ავტორია დაზგური ნამუშევრებისა, პორტრეტების სერიაში "ჩემი თანამედროვენი" (1967) წარმოდგენილია მხატვრის თანამედროვე გამოჩენილ თბილისელთა, მისივე მეგობრების პორტრეტები; ფერადი ლინოგრავიურების ალბომში "მეტყველი დუმილი" (1969) - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები; მას ეკუთვნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა პორტრეტების სერია "ქართველი მწერლები" (ქსილოგრაფია, 1969); მხატვრის მიერ შესრულებული სკულპტურული კომპოზიცია (იოანე პეტრიწი და გრიგოლ ბაკურიანის ძე) დგას ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში; ავტორია მეთოდური სახელმძღვანელოებისა; მან თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ქართული შრიფტის სრულყოფას უძღვნა; ათეული წლები შეალია 12 ნაირსახეობის სასტამბო შრიფტის შექმნას; პროფესორი (1971); გრაფიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.04.2023
სულ რედაქტირებულია 1