იოსებ შარლემანი (1880-1957)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.
სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.
თანამშრომლობდა ჟურნალებთან: "მირ ისკუსტვა"("Мир искусства"), "აპოლონი"("Аполлон"), "ლუკომორე"("Лукоморье"), "სატირიკონი"("Сатирикон"); შეასრულა ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობის" ილუსტრაციები; მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის; 1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა კავკასიაში, 1918 წლიდან თბილისში; იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და თავადვე 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს; 1941 წლიდან აკადემიის პროფესორია; მან საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი; შესრულებული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ილუსტრაციები, სპექტაკლების გაფორმება, გრაფიკა საქართველოს ბუნების და ცხოვრების თემებზე; არის ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბისა(ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით), ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბისა(ე. ლანსერესთან ერთად); რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, პროფესორი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.366; https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_შარლემანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე