ნიკუშა შენგელაია 24 ოქტომბერი, 1958 წელი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადმიის ფერწერის ფაკულტეტი 1982 წელს.
სადიპლომო ნამუშევარი: "გოგონა ხოხობით". 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის, რუსეთის კერძო კოლექციებში. 1991-1995წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. 1984 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ფილმი "სოფიკოს" დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "მატარებელი"(1984), "თეთრი ღამე"(1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "სიკეთის ტელეფონი"(1986), "ხარება და გოგია"(1987), "სკამი"(2004), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვ.
წყარო: http://www.geocinema.ge/ge/mxat.php?kod5=118
მამა გიორგი შენგელაია (დ. 11 მაისი, 1937, მოსკოვი — გ. 17 თებერვალი, 2020,[1] თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). რეჟისორ ელდარ შენგელაიას ძმა.
სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.
მამის მამა ნიკოლოზ მიხეილის ძე შენგელაია (დ. 8 აგვისტო, 1901, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი — გ. 4 იანვარი, 1943, სოფ. ვაზიანი, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი სცენარისტი და კინორეჟისორი, ფუტურისტი პოეტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).
მამის დედა ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) (დ. 14 ივნისი, 1904, ვარშავა, პოლონეთი — გ. 14 ივნისი, 1953, დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, დაკრძალულია თბილისში) — საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში.